Slide 1
ასოციაცია კავკასნათი

ორგანული თხილის პირველი მწარმოებელი საქართველოსში…

previous arrowprevious arrow
next arrownext arrow

სიახლეები

  • ასოციაცია კავკასნათის წევრ ფერმერებს აგრო-ხელსაწყოები გადაეცათ

    ასოციაცია კავკასნათის წევრ ფერმერებს აგრო-ხელსაწყოები გადაეცათ

    ასოციაცია კავკასნათის „ფეართრეიდ (Fairtrade) განვითარების გეგმის“ ფარგლებში, ასოციაციის წევრ ბიო და ფეართრეიდ ფერმერებს აგრო-ხელსაწყოები გადაეცათ. ეს ღონისძიება არ ყოფილა ერთჯერადი აქცია. ასოციაცია მუდმივად აფასებს წევრების საჭიროებებს და მუშაობს ახალი რესურსების მოძიებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად, ასოციაციის რაც შეიძლება მეტმა წევრმა მიიღოს საჭირო მხარდაჭერა და ტექნიკური აღჭურვილობა. მადლობას…

  • „ასოციაცია კავკასნათის“ წევრი ფერმერების მეურნეობებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საცდელი ხაფანგები განთავსდა

    „ასოციაცია კავკასნათის“ წევრი ფერმერების მეურნეობებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საცდელი ხაფანგები განთავსდა

    თხილის კულტურის მოვლა-მოშენებაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად კვლავ რჩება აზიურ ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლა. შპს „პაკკა ჯორჯიას“ მხარდაჭერით, ასოციაციის მიერ შერჩეული ბიო და ფეართრეიდ ფერმერების ჯგუფების თხილის ნაკვეთებთან განთავსდა სპეციალური, ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ მეთოდზე დაფუძნებული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხაფანგები. როგორ მუშაობს „მოიზიდე და მოკალი“ მეთოდი? ეს არის თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ქიმიური…

  • ბიოფერმერებს გადაეცა “გებანას” პრემიალური თანხა

    ბიოფერმერებს გადაეცა “გებანას” პრემიალური თანხა

    ასოციაცია “კავკასნათმა” და “პაკკა ჯორჯიამ” ბიოფერმერებს გადასცეს შვეიცარიული კომპანია “გებანას” მიერ 2025 წელს გაყიდული ქართული ბიოთხილის პრემიალური თანხა. ასოციაცია “კავკასნათი” და “პაკკა ჯორჯია” ფერმერებთან ერთად იმედოვნებენ, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

პროდუქტი

ჩვენი პროდუქტია ასოციაციის წევრი ფერმერების მიერ წარმოებული ორგანული თხილი. ჩვენს ფერმერებს ძირითადად გაშენებული აქვთ აგილობრივი „ანაკლიური“ ჯიშის თხილის ბაღები.

ასოციაციას შეუძლია ნაჭუჭგაუცლელი ორგანული თხილის მიწოდება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. გადამუშავებული თხილის ექსპორტი კი ხორციელდება ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით.

ხარისხი

ასოციაციის წევრი ფერმერები თხილს აწარმოებენ ბიო წარმოების მკაცრი წესების დაცვით. ხდება ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, შედეგად პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით.

ასოციაცია კავკასნათი ფლობს როგორც ბიო, ასევე Fairtrade სერტიფიკატს.

ჩვენთან დანერგილი სისტემა შესაძლებლობას იძლევა მოხდეს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობის ზრუნველყოფა საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე.

ჩვენ შესახებ

ასოციაცია „კავკასნათი“ წარმოადგენს მცირე ბიო მეთხილე ფერმერთა გაერთიანებას, რომელიც 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და 1 ფერმერთა არაფორმალური ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.

ასოციაციის ხედვით, საქართველოში თხილის სექტორის განვითარება და სოფლად მცირე მეთხილე ფერმერთა სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ფერმერული მეურნეობების დონეზე ბიოწარმოების/აგროეკოლოგიის პრინციპებისა და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, წარმოებისა და გასაღების დონეზე ფერმერთა კოოპერაციის მეშვეობით მიიღწევა.

ასოციაცია „კავკასნათის“ ამოცანებია:

  • თხილის მწარმოებელ ფერმერთა სერტიფიცირების ხელშეწყობა ბიო და Fairtrade სტანდარტების შესაბამისად;
  • სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;
  • ბიო და Fairtrade სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;
  • მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.