ასოციაცია კავკასნათის „ფეართრეიდ (Fairtrade) განვითარების გეგმის“ ფარგლებში, ასოციაციის წევრ ბიო და ფეართრეიდ ფერმერებს აგრო-ხელსაწყოები გადაეცათ.
ეს ღონისძიება არ ყოფილა ერთჯერადი აქცია. ასოციაცია მუდმივად აფასებს წევრების საჭიროებებს და მუშაობს ახალი რესურსების მოძიებაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად, ასოციაციის რაც შეიძლება მეტმა წევრმა მიიღოს საჭირო მხარდაჭერა და ტექნიკური აღჭურვილობა.
მადლობას ვუხდით თითოეულ ფერმერს ნდობისთვის და იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც ქართული ბიო და ფეართრეიდ სერტიფიცირებული თხილის სექტორის განვითარებაში დებთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თქვენი კეთილდღეობისა და საერთო წარმატებისთვის!









