როგორ გავხდეთ ასოციაციის წევრი

წევრობა შეუძლია საქართველოს თხილის მწარმოებელ ნებისმიერ ფერმერს, რომელიც თანახმაა დაიცვას ასოციაციის ხარისხის სისტემისა და შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები და ჩაერთოს ჯგუფის ერთობლივი გაყიდვების სქემაში.

გაწევრიანების პროცედურა შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. წევრობის მსურვლემა ფერმერმა ასოციაციაში უნდა შემოიტანოს წერილობითი განაცხადი
  2. განაცხადის მიღების შემდეგ დაიგეგმება ფერმერის მეურნეობის პირვალადი ინსპექტირება, რომელსაც ატარებს ასოციაციის ბიო ინსპექტორი
  3. ინსპექტირების ანგარიშის მიღების შემდეგ განისაზღვრება აკმაყოფილებს თუ არა ფერმერი სტანდარტის მოთხოვნებს
  4. ჩატარდება ასოციაციის გამგეობის სხდომა, სადაც მოხდება ფერმერის წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  5. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ ფერმერთან გაფორმდება ხელშეკრულება და მოხდება მისი ჩართვა ჯგუფურ სერტიფიცირებასა და გაყიდვების სქემაში

ასოციაცია მიესალმება და ხელს უწყობს ქალ და ახალგაზრდა ფერმერთა ჩართულობას.