სიახლეები
-
-
განცხადება ასოციაცია “კავკასნათის” წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
ასოციაცია “კავკასნათის” წევრთა საყურადღებოდ! ასოციაციის გამგეგობა გატყობინებთ, რომ 2025 წლის 26 ივნისს გაიმართება ასოციაციის წევრთა მორიგი საერთო კრება. საერთო კრების ჩატარების ადგილია ზუგდიდის რაიონი, სოფელი ორსანტია, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. N9. საერთო კრება დაიწყება დღის 12 სააათზე, ხოლო დამსწრეთა რეგისტრაცია 11 საათზე. საერთო კრების დღის წესრიგი:
-
Ethiquable-ის ვიზიტი ბიო-ფეართრეიდ ფერმერებთან
2025 წლის 20, 21 და 22 მაისს ასოციაცია “კავკასნათს” ეწვია ფრანგული ასოციაცია Ethiquable-ს წარმომადგენელი გიომ სერილიონი. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები ბიო და ფეართრეიდ სერტიფიცირებული თხილის მიწოდების თაობაზე. ვიზიტის დროს ასევე შედგა საველე შეხვედრები ასოციაცია “კაცვკასნათის” წევრ ბიო ფერმერებთან და ვერმიკომპოსტის ადგილობრივ მწარმოებელთან.
პროდუქტი
ჩვენი პროდუქტია ასოციაციის წევრი ფერმერების მიერ წარმოებული ორგანული თხილი. ჩვენს ფერმერებს ძირითადად გაშენებული აქვთ აგილობრივი „ანაკლიური“ ჯიშის თხილის ბაღები.
ასოციაციას შეუძლია ნაჭუჭგაუცლელი ორგანული თხილის მიწოდება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. გადამუშავებული თხილის ექსპორტი კი ხორციელდება ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით.


ხარისხი
ასოციაციის წევრი ფერმერები თხილს აწარმოებენ ბიო წარმოების მკაცრი წესების დაცვით. ხდება ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, შედეგად პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით.
ასოციაცია კავკასნათი ფლობს როგორც ბიო, ასევე Fairtrade სერტიფიკატს.
ჩვენთან დანერგილი სისტემა შესაძლებლობას იძლევა მოხდეს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობის ზრუნველყოფა საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე.
ჩვენ შესახებ
ასოციაცია „კავკასნათი“ წარმოადგენს მცირე ბიო მეთხილე ფერმერთა გაერთიანებას, რომელიც 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და 1 ფერმერთა არაფორმალური ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.
ასოციაციის ხედვით, საქართველოში თხილის სექტორის განვითარება და სოფლად მცირე მეთხილე ფერმერთა სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ფერმერული მეურნეობების დონეზე ბიოწარმოების/აგროეკოლოგიის პრინციპებისა და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, წარმოებისა და გასაღების დონეზე ფერმერთა კოოპერაციის მეშვეობით მიიღწევა.
ასოციაცია „კავკასნათის“ ამოცანებია:
- თხილის მწარმოებელ ფერმერთა სერტიფიცირების ხელშეწყობა ბიო და Fairtrade სტანდარტების შესაბამისად;
- სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;
- ბიო და Fairtrade სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;
- მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.
