თხილის კულტურის მოვლა-მოშენებაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად კვლავ რჩება აზიურ ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლა.
შპს „პაკკა ჯორჯიას“ მხარდაჭერით, ასოციაციის მიერ შერჩეული ბიო და ფეართრეიდ ფერმერების ჯგუფების თხილის ნაკვეთებთან განთავსდა სპეციალური, ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ მეთოდზე დაფუძნებული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხაფანგები.
როგორ მუშაობს „მოიზიდე და მოკალი“ მეთოდი?
ეს არის თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ქიმიური პრეპარატების მთლიან ფართობზე შესხურების საჭიროებას:
- მიზიდვა: ხაფანგში გამოყენებულია სპეციალური ფერომონი, რომელიც იზიდავს მავნებელს კონკრეტულ ლოკაციაზე.
- ლოკალური განადგურება: მოზიდული ფაროსნები ნადგურდებიან უშუალოდ ხაფანგის არეალში, რაც იცავს გარშემო არსებულ პლანტაციებს დაბინძურებისგან.
- უსაფრთხოება: მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა სასარგებლო მწერებისთვის და მინიმალურ გავლენას ახდენს გარემოზე.
შპს „პაკკა ჯორჯიას“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემულ ეტაპზე პროექტი ატარებს საცდელ (პილოტურ) ხასიათს. ჩვენი აგრონომთა გუნდი აქტიურად დააკვირდება ხაფანგების ეფექტურობას, შეაგროვებს მონაცემებს და შეაფასებს შედეგებს.
საცდელი პერიოდის წარმატებით დასრულებისა და დადებითი შედეგების მიღების შემდეგ, იგეგმება ამ მიდგომის მასშტაბების გაზრდა და მსგავსი წერტილოვანი ხაფანგების სხვა წევრი ფერმერების მეურნეობებშიც განთავსდება. ჩვენი მიზანია, თითოეულ წევრს მივაწოდოთ მავნებლებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური, იაფი და უსაფრთხო ინსტრუმენტები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსავლის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას
მადლობას ვუხდით შპს „პაკკა ჯორჯიას“ მხარდაჭერისთვის და საპილოტე პროგრამაში ჩართულ ფერმერებს თანამშრომლობისთვის. თანამედროვე მიდგომებითა და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ქართული ბიო და ფეართრეიდ სერტიფიცირებული თხილი მოსავალს!





