კონფერენცია – საქართველოს მცირე ფერმერთა ჯგუფების მიერ წარმოებული ორგანული და ფეართრეიდ თხილის საბაზრო შესაძლებლობები

2024 წლის 20 ივნისს, ქორთიარდ მარიოტი თბილისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და შვეიცარიული ორგანიზაცია ჰექს-ეპერის სამხრეთ კავკასიის ოფისის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია – „საქართველოს მცირე ფერმერთა ჯგუფების მიერ წარმოებული ორგანული და ფეართრეიდ თხილის საბაზრო შესაძლებლობები“.


პროექტის შედეგებისა და მის ფარგლებში დაარსებული EU Organic და Fairtrade სერტიფიცირებული ბიოთხილის მწარმოებელთა ასოციაცია „კავკასნათის“ მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს ასოციაცია „ელკანას“, ასოციაცია „კავკასნათისა“ და პროექტის კომერციული პარტნიორის – შპს „პაკკა ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა;


ორგანული თხილის წარმოების გამოწვევების განხილვას დაეთმო კონფერენციის ბოლო ნაწილი, სადაც აგრონომებისა და ბიოსაშუალებების შემომტანი/მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ცოცხალი დისკუსია გაიმართა.


კონფერენციას ესწრებოდა სამოცზე მეტი მონაწილე – საერთაშორისო, სამოქალაქო და სამეცნიერო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ორგანული მეურნეობები, ბიო საშუალებების მწარმოებელი კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.


კონფერენციის პარალელურად გაიმართა ბიო საშუალებების გამოფენა.