ასოციაცია “კავკასნათს” დანეერგილი აქვს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ჯგუფური სერტიფიცირების სისტემა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტურად ვმართოთ სერტიფიცირების სრული პროცესი.
ხდება წევრი ფერმერების მუდმივი ინფორმირება ჩასატარებელი აგრო ღონისძიებებისა და ბიო / Fairtrade სტანდარტების მოთხოვნების შესახებ.
ხორციელდება წევრი ფერმერების მუდმივი სწავლება ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, ეკოლოგიური მდგომარების გაუმჯობესების, თხილის ბაღების გასხვლა-ფორმირებისა და მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებით.
ტარდება მეურნეობების გეგმიური, გაუფრთხილებელი და მოსავლის აღების პროცესის ინსპექტირებები, რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ სტანდარტის მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ხდება როგორც ნიადაგის, ასევე პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზები.
ფერმერებს ემსახურებათ გამოცდილი ბიო მრჩევლები და ინსპექტორები.
აღნიშნული ჯგუფური სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე.
